დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №245/2018 - დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ

დადგენილება №245/2018
  27 დეკემბერი, 2018


 დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ 
 
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 26 დეკემბრის №26889/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის №28 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი (დანართი №1) და მისგან გამომდინარე: უცხო ენის ცოდნის დონეების განმარტება (დანართი №2), სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანი (დანართი №3), საერთაშორისო რეცენზირებისათვის სტატიის წარმოდგენისა და მისი შეფასების წესი (დანართი №4), რეკომენდაციები სადისერტაციო ნაშრომის სტრუქტურისათვის (დანართი №5), განაცხადის ფორმა სადისერტაციო  ნაშრომის ავთენტურობის შესახებ  (დანართი №6), შემაჯამებელი ანგარიში  დოქტორანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ (დანართი №7), სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნის ფორმა (დანართი №8), რეცენზიის ფორმა (დანართი №9), ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ (პროფესორის ასისტენტობა) (დანართი №10).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილება.

3. დაევალოს უნივერსიტეტის ფაკულტეტებს, ფაკულტეტის დებულების და დოქტორანტურის დებულების დოქტორანტურის მინიმალურ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების წარმოდგენა არაუგვიანეს 2019 წლის 15 თებერვლისა.
4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე