დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №216/2018 - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის დიანა ასლანისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ჩარიცხვის უფლების მინიჭების თაობაზე

დადგენილება №216/2018
12 ნოემბერი, 2018


ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის დიანა ასლანისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ჩარიცხვის უფლების მინიჭების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის, „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის  უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიერ  დოკუმენტების  წარდგენისა  და  განხილვის  წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224 ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ნოემბრის №23568/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ნოემბრის №25 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. მიენიჭოს ჩარიცხვის უფლება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დიანა ასლანის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან.
2. დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის დიანა ასლანის ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება.
3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად უზრუნველყოს დიანა ასლანის ჩართვა სასწავლო პროცესში და მისთვის  ინდივიდუალური  საგანმანათლებლო  პროგრამის  შეთავაზება, რომლის თავისებურებების გათვალისწინებით, სასწავლო წლიური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 75 (ECTS) კრედიტს.
4. დადგენილების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსება  დაევალოს  თსუ-ს კანცელარიას.
5.  დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე