დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №209/2018 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

დადგენილება №209/2018
17 ოქტომბერი, 2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2018 წლის 26 ივლისის №175/01-01 ბრძანებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №23 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   საერთაშორისო  ურთიერთობების  მიმართულების პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

საკონკურსო კომისია

ა) ალექსანდრე კუხიანიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) კორნელი კაკაჩია - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ფიქრია ასანიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ანჯეი კლიმჩიკ - USAID-ის ენერგეტიკის პროგრამის საერთაშორისო კომუნიკაციების ექსპერტი;
ე)  დავით აფციაური - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლ. მიქელაძის სახელობის სასწავლო და კვლევითი დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტისა და ტიანძინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორი.

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

ა) სოფიო პეტრიაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) სალომე დუნდუა -  თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ზვიად აბაშიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე