დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №185/2018 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

დადგენილება №185/2018
30 ივლისი, 2018


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01 და №100/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №142/2018 დადგენილების პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები) გადაწყვეტილებების (წერილები: 16.07.2018, №13467/28; 16.07.2018, №13469/28; 18.07.2018, №13627/28; 18.07.2018, №13624/28; 20.07.2018, №13772/28; 19.07.2018, №13717/28; 27.07.2018, №14191/28), საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნისა (წერილი: 20.07.2018, №13771/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

1.1. ბიოლოგიის  დეპარტამენტი

ა) კათედრა: ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია

ნანული დორეული - პროფესორი;

ბ) კათედრა: ბიომრავალფეროვნება

ბ.ა) არნოლდ გეგეჭკორი - პროფესორი;
ბ.ბ) შამილ შეთეკაური - ასოცირებული პროფესორი;

გ) კათედრა: ბიოქიმია

ნანა კოშორიძე - პროფესორი;

დ) კათედრა: გენეტიკა

დ.ა) თეიმურაზ ლეჟავა - პროფესორი;
დ.ბ) თინათინ ჯოხაძე - ასოცირებული პროფესორი;

ე) კათედრა: იმუნოლოგია და მიკრობიოლოგია

ე.ა) ნინო ფორაქიშვილი - პროფესორი;
ე.ბ) ნინო გაჩეჩილაძე - ასოცირებული პროფესორი;

ვ) კათედრა: მორფოლოგია

დიანა ძიძიგური - პროფესორი;

ზ) კათედრა: უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია

ზ.ა) ნანული კოტრიკაძე - პროფესორი;
ზ.ბ) მანანა გორდეზიანი - ასოცირებული პროფესორი;

თ) მიმართულება: მცენარეთა ფიზიოლოგია

მარიამ გაიდამაშვილი - ასოცირებული პროფესორი.

1.2. ქიმიის  დეპარტამენტი

ა) კათედრა: ბიოორგანული ქიმია

რამაზ გახოკიძე - პროფესორი;

ბ) კათედრა: მაკრომოლეკულების ქიმია

ომარ მუკბანიანი - პროფესორი;

გ) კათედრა: ორგანული და ბუნებრივ ნაერთთა ქიმია

გ.ა) შოთა სამსონია - პროფესორი;
გ.ბ) იოსებ ჩიკვაიძე - ასოცირებული პროფეროსი;

დ) კათედრა: ფიზიკური და ანალიზური ქიმია

დ.ა) ბეჟან ჭანკვეტაძე - პროფესორი;
დ.ბ) მარინა რუხაძე - ასოცირებული პროფესორი;

ე) კათედრა: ზოგადი, არაორგანული, მეტალორგანული ქიმია

ე.ა) ავთანდილ ქორიძე - ასოცირებული პროფესორი;
ე.ბ) მაია რუსია - ასოცირებული პროფესორი;
ე.გ) მიხეილ გვერდწითელი - ასოცირებული პროფესორი.

1.3. მათემატიკის დეპარტამენტი

ა) კათედრა: ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა

ა.ა) ელიზბარ ნადარაია - პროფესორი;
ა.ბ) ომარ ფურთუხია - პროფესორი;
ა.გ) ბესარიონ დოჭვირი - ასოცირებული პროფესორი;

ბ) კათედრა: ალგებრა-გეომეტრია

ბ.ა) მალხაზ ბაკურაძე - პროფესორი;
ბ.ბ) მიხეილ ამაღლობელი - ასოცირებული პროფესორი;
ბ.გ) ვახტანგ ლომაძე - ასოცირებული პროფესორი;
ბ.დ) ბაჩუკი მესაბლიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ბ.ე) ქეთევან შავგულიძე - ასოცირებული პროფესორი;

გ) კათედრა: დიფერენციალური განტოლებები

გ.ა) თამაზ თადუმაძე - პროფესორი;
გ.ბ) გრიგორ გიორგაძე - ასოცირებული პროფესორი;
გ.გ) ილია თავხელიძე - ასოცირებული პროფესორი;
გ.დ) ოთარ ჯოხაძე - ასოცირებული პროფესორი;
გ.ე) რომან კოპლატაძე - ასოცირებული პროფესორი;

დ) კათედრა: მათემატიკური ანალიზი

დ.ა) უშანგი გოგინავა - პროფესორი;
დ.ბ) ვახტანგ ცაგარეიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
დ.გ) თეიმურაზ ახობაძე - ასოცირებული პროფესორი;
დ.დ) თენგიზ კოპალიანი - ასოცირებული პროფესორი;
დ.ე) ლერი გოგოლაძე - ასოცირებული პროფესორი;

ე) კათედრა: მექანიკა

გიორგი ჯაიანი - პროფესორი.

1.4. მათემატიკის დეპარტამენტი,  კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი

ა) კათედრა: მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურები (ინტერდისციპლინური)

რევაზ გრიგოლია - ასოცირებული პროფესორი;

ბ) კათედრა: რიცხვითი ანალიზი და გამოთვლითი ტექნოლოგიები (ინტერდისციპლინური)

ბ.ა) გია ავალიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ბ.ბ) ჯემალ როგავა - ასოცირებული პროფესორი;
ბ.გ) ჯემალ ფერაძე - ასოცირებული პროფესორი.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე