დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №175/2018 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

დადგენილება №175/2018
10 ივლისი, 2018


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01 და №100/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2018 წლის 14 მაისის №127/2018 დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტები და 2018 წლის 4 ივნისის №142/2018 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 05.07.2018, №12749/28; 05.07.2018, №12750/28; 05.07.2018, №12762/28; 05.07.2018, №12763/28; 09.07.2018, №12900/28; 09.07.2018, №12901/28; 09.07.2018, №12902/28; 09.07.2018, №12903/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 10 ივლისის №18 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

1.1. გეოგრაფიის დეპარტამენტი

ა) კათედრა: ნიადაგების გეოგრაფია

ა.ა) ლია მაჭავარიანი - პროფესორი;
ა.ბ) ბესიკ კალანდაძე - ასოცირებული პროფესორი.

ბ) კათედრა: ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია 

ბ.ა) დავით კერესელიძე - პროფესორი;
ბ.ბ) კახაბერ ბილაშვილი - ასოცირებული პროფესორი.

გ) კათედრა: რეგიონალური გეოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება

რობერტ მაღლაკელიძე - ასოცირებული პროფესორი.

1.2. კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი

ა) კათედრა: გამოყენებითი ინფორმატიკა

ა.ა) გია სირბილაძე - პროფესორი;
ა.ბ) ზურაბ ქოჩლაძე - ასოცირებული პროფესორი;
ა.გ) ტარიელ ხვედელიძე - ასოცირებული პროფესორი.

ბ) კათედრა: თეორიული ინფორმატიკა

ბ.ა) ბეჟან ღვაბერიძე - ასოცირებული პროფესორი;
ბ.ბ) რევაზ ქურდიანი - ასოცირებული პროფესორი.

გ) კათედრა: პრაქტიკული ინფორმატიკა

გ.ა) ნათელა არჩვაძე - ასოცირებული პროფესორი;
გ.ბ) ბიძინა მიდოდაშვილი - ასოცირებული პროფეროსი.

დ) კათედრა: ტექნიკური ინფორმატიკა

მაგდა ცინცაძე - ასოცირებული პროფესორი.

1.3. გეოლოგიის დეპარტამენტი

ა) კათედრა: მინერალოგია-პეტროლოგია და სასარგებლო წიაღისეული

ა.ა) ბეჟან თუთბერიძე - პროფესორი;
ა.ბ) კარლო აქიმიძე - ასოცირებული პროფესორი;
ა.გ) გურამ ქუთელია - ასოცირებული პროფესორი.

ბ) კათედრა: რეგიონული გეოლოგია და პალეონტოლოგია

დავით ლორთქიფანიძე - პროფესორი.

1.4. ფიზიკის დეპარტამენტი

ა) კათედრა: არაწრფივი მოვლენების ფიზიკა

ა.ა) არჩილ უგულავა - პროფესორი;
ა.ბ) რამაზ ხომერიკი - ასოცირებული პროფესორი.

ბ) კათედრა: ასტროფიზიკა

ბ.ა) ნანა შათაშვილი - პროფესორი;
ბ.ბ) ალექსანდრე თევზაძე - ასოცირებული პროფესორი.

გ) კათედრა: ატომისა და ატომბირთვის ფიზიკა

გ.ა) თამაზ კერესელიძე - პროფესორი;
გ.ბ) ზაალ მაჭავარიანი - ასოცირებული პროფესორი.

დ) კათედრა: ელემენტარული ნაწილაკები და კვანტური ველები

დ.ა) მერაბ ელიაშვილი - პროფესორი;
დ.ბ) მერაბ გოგბერაშვილი - ასოცირებული პროფესორი.

ე) კათედრა: კონდენსირებული გარემოს ფიზიკა

ალექსანდრე შენგელაია - პროფესორი.

ვ) კათედრა: პლაზმის ფიზიკა

ნოდარ ცინცაძე - პროფესორი.

ზ) მიმართულება: რადიოფიზიკა, ფიზიკური პროცესების მოდელირება

ოლეგი ხარშილაძე - ასოცირებული პროფესორი.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე