დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №126/2018 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

დადგენილება №126/2018
14 მაისი, 2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2018 წლის 17 აპრილის №80/01-01, №81/01-01  და №82/01-01 ბრძანებებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 14 მაისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

საკონკურსო კომისია

ა)  ქეთევან ნემსაძე - დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წ/კ., მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ რუხაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ია კირვალიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი  (კომისიის მდივანი);
დ) ივა ბერაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ე) ლიანა კიკალიშვილი - თსსუ-ს პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ვ) ლიანა გოგიაშვილი - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ზ) მარინე ჯანელიძე - თსსუ-ს პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
თ) თამაზ ჩხიკვაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ი) თამარ შიშნიაშვილი - თსსუ-ს პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
კ) ოთარ გერზმავა - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ლ) ნოდარ ემხუარი -  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

ა) ზურაბ ცაგარელი - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)  ირინა გაგუა - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ მაჭავარიანი - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი (კომისიის მდივანი).

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

საკონკურსო კომისია

ა)   ირაკლი ფავლენიშვილი - თსსუ-ს პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) სოფიო კახაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარიამ ჭიპაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი  (კომისიის მდივანი);
დ) სიმონ დალაქიშვილი - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი;
ე) გია დათუაშვილი - თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი;
ვ) იაგორ კალანდაძე - კლინიკის „პინეო - სამედიცინო ეკო სისტემა“ - გენერალური დირექტორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი;
ზ) ომარ სამუშია - თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი;
თ) თამაზ მაღლაკელიძე - თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ი) ზურაბ ჩხაიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი;
კ) ნოე ჯორბენაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი;
ლ) სოფიო სამხარაძე - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი.

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

ა) ზურაბ ცაგარელი - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)  ირინა გაგუა - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ მაჭავარიანი - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი (კომისიის მდივანი).

3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

საკონკურსო კომისია

ა)   მანანა კაკაბაძე - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მიხეილ ჯანგავაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მანანა დგებუაძე - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი  (კომისიის მდივანი);
დ) ციური სუმბაძე - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ე) მამუკა ჩხაიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი.

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

ა) ზურაბ ცაგარელი - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)  ირინა გაგუა - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ მაჭავარიანი - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი (კომისიის მდივანი).

4.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე