დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №105/2018 - „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №105/2018
 23 აპრილი, 2018

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 23 აპრილის №8124/29  წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 23 აპრილის №9 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  №1 დანართში:

ა) მე-4 მუხლის 4.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.3. დოქტორანტობის კანდიდატი წარმოადგენს განაცხადს და გადის გასაუბრებაზე ან აბარებს  მისაღებ გამოცდას სპეციალობაში  შესაბამის პროგრამაზე მიღების წინაპირობების გათვალისწინებით. გასაუბრებაზე ან სპეციალობაში გამოცდაზე დოქტორანტობის კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები  უნდა იყოს წინასწარ დამტკიცებული, საჯარო და ხელმისაწვდომი.  შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების პროცედურა რეგულირდება შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით.“;

ბ) მე-6 მუხლის 6.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.3. სამეცნიერო ხელმძღვანელმა შეიძლება უხელმძღვანელოს აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე არაუმეტეს ხუთ დოქტორანტს. დასაშვებია ხუთზე მეტი დოქტორანტის თანახელმძღვანელობა.“;

გ) მე-8 მუხლის 8.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.3. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს შემდეგ სასწავლო კურსებს და სხვა სახის აქტივობებს: 

დასახელება

სტატუსი

კრედიტების რაოდენობა

სწავლების თანამედროვე მეთოდები

სავალდებულო

5 კრედიტი

პროფესორის ასისტენტობა

სავალდებულო

15 კრედიტი

სემინარი

სავალდებულო

10 კრედიტი

აკადემიური წერა

სავალდებულო

5 კრედიტი

არატრადიციული ეკონომიკსი: მეთოდოლოგია და მეთოდიკა

არჩევითი

10 კრედიტი

კვლევის მეთოდები (სტატისტიკური პროგნოზირების მეთოდები ეკონომიკასა და ბიზნესში)

სავალდებულო

( სავალდებულო 2018-2019 სასწავლო წლიდან ჩარიცხული დოქტორანტებისთვის)

5 კრედიტი

მეცნიერების მენეჯმენტი

არჩევითი

5 კრედიტი

საუნივერსიტეტო სასწავლო კურსები

არჩევითი

10 კრედიტი

 უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსმენილი სასწავ ლო კურსი შეფასების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში

არჩევითი

10   კ რედიტი

                                                                                                                                                                            "
დ)  მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8.4. პუნქტი:

„8.4. საუნივერსიტეტო სასწავლო კურსები (5-30 კრედიტი) – იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური წარსულიდან (მინიჭებული კვალიფიკაცია) ან სადისერტაციო ნაშრომის სპეციფიკიდან გამომდინარე, დოქტორანტს სჭირდება გარკვეული დარგობრივი კომპეტენციების დამატებით შეძენა, მას აქვს უფლება თავისი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელთან და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთან (კოორდინატორთან) შეთანხმებით გაიაროს ესა თუ ის სასწავლო კურსი, რომელიც შემოთავაზებულია მთელი საუნივერსიტეტო კურიკულუმის ფარგლებში (ეს ეხება განსაკუთრებით იმ დოქტორანტებს, რომლებიც დოქტორანტურაში იცვლიან სპეციალობას). ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სასწავლო კურსების გავლის უფლება ეძლევა დოქტორანტს, რომელიც სწავლების მესამე საფეხურზე იცვლის სპეციალობას. ამ შემთხვევაში დოქტორანტს არ ენიჭება კრედიტები, თუმცა აღნიშნული სასწავლო კურსები მას აძლევს საშუალებას, რომ მიიღოს სპეციფიკური დარგობრივი ცოდნა და გამოიმუშავოს გარკვეული დარგობრივი თუ ტრანსფერული უნარები, სადისერტაციო ნაშრომის საჭიროებებიდან გამომდინარე.“;

ე) მე-20 მუხლის 20.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20.2. დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო სადისერტაციო კვლევის შედეგები წარმოდგენილი უნდა იქნას ერთ-ერთ ევროპულ სამეცნიერო ენაზე (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული). სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.“;

ვ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21.41. პუნქტი:

,,21.41. იმ დოქტორანტებისთვის, რომლებიც დოქტორანტის სტატუსს მოიპოვებენ 2018-2019 სასწავლო წლიდან, დისერტაციის დაცვის აუცილებელი პირობაა შემდეგი სახის ორი სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნება - რეფერირებადი (Peer-reviewed) სამეცნიერო სტატიები ისეთ საერთაშორისო ჟურნალებში (ან საკონფერენციო მასალებში), რომლებსაც აქვთ ISSN კოდი და ჰყავთ საერთაშორისო სარედაქციო საბჭო (ან სამეცნიერო კომიტეტი) და რომლებიც ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით და არის ღია საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ამავდროულად, ამ ორი პუბლიკაციიდან ერთი მაინც უნდა იყოს ისეთ საერთაშორისო ჟურნალში (ან საკონფერენციო მასალებში), რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის ან Web of Science ბაზებში).";

ზ) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24.6. და 24.7. პუნქტები:

„24.6. იმ სადოქტორო პროგრამების შემთხვევაში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აგრეთვე უცხოეთის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორის აკადემიური ხარისხი, შესაძლებელია არსებობდეს დისერტაციის დაცვის განსხვავებული რეგლამენტი, რომელსაც ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.
24.7. იმ სადოქტორო პროგრამების შემთხვევაში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აგრეთვე უცხოეთის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორის აკადემიური ხარისხი, შესაძლებელია არსებობდეს სადისერტაციო კომისიის შექმნის განსხვავებული წესი, რომელსაც ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.“;

თ) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. დისერტაციის გამოქვეყნება
დოქტორანტი ვალდებულია დისერტაციის დაცვის შემდეგ, სამი თვის ვადაში,  გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. წინააღმდეგ    შემთხვევაში, მასზე არ გაიცემა დოქტორის  აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი. დისერტაციის ერთი ბეჭდური ან ელექტრონული ეგზემპლარი უნდა გადაეცეს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას. დისერტაცია ელექტრონული ფორმით უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის გამომცემლობის ვებგვერდზე და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის  ვებგვერდზე.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე