დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №122/2016 - “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავებისა და შევსების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №61/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დადგენილება №122/2016
31 ოქტომბერი, 2016

“სსიპ  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავებისა და შევსების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №61/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ და „წ“ ქვეპუნქტების, თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 20.10.2016, №38711/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  შევიდეს ცვლილება “სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავებისა და შევსების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №61/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და 7.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7.3 თანამდებობა: დიპლომის დანართს ხელმოწერით ადასტურებს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (დეკანის არყოფნის შემთხვევაში).’’
2.   დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე