დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №85/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება №85/2016
08 აგვისტო 2016

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 25.07.2016, №24816/02; 8.08.2016, №26175/02 წერილების საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) II ნაწილის “დ“ პუნქტის 72-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „სოციალური მუშაობა“ (დანართი 72);
ბ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 73-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „სოციოლოგია“ (დანართი 73);
გ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 74-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი 74);
დ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 75-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (დანართი 75);
ე) II ნაწილის “დ“ პუნქტის 761 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „მასობრივი კომუნიკაცია“ (დანართი 198);
ვ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 762 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი 199);
ზ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 763 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „გენდერის კვლევა (ინგლისურენოვანი საერთაშორისო პროგრამა)“ (დანართი 200);
თ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 767 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „კულტურის და მედიის სოციოლოგია“ (დანართი 252);
ი) II ნაწილის “დ“ პუნქტის 768 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ (დანართი 257);
კ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 769 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „დემოგრაფია“ (დანართი 268);
ლ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 7610 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება“ (დანართი 269).
2. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში და II  ნაწილის „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7612 ქვეპუნქტი:
„7612. ურბანისტიკა (ინგლისურენოვანი) (დანართი 272);“.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4.   დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე