დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №113/2016 - „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №113/2016
19 სექტემბერი, 2016

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 26 ივნისის №4 სხდომის  ოქმის,  თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 22.06.2016, №103/01-01 ბრძანების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №72/2016 დადგენილება) გადაწყვეტილებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი: 15.09.2016, №32207/02), თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 16.09.2016, №33122/02 წერილისა და თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2016 წლის 19 სექტემბრის №42 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილებები „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში:

ა) დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„I.  თეორიული ეკონომიკის კათედრა.“
ბ) დადგენილების პირველი პუნქტის X ნაწილის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„X.  ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრა.“
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:
ა)   დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე)  თამარ ათანელიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“
ბ)   დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:
„დ) მანანა ლობჟანიძე - ასისტენტ-პროფესორი;
ე)   მარინა ტაბატაძე - ასისტენტ-პროფესორი;“
გ) დადგენილების პირველი პუნქტის III ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე)  თამარ ლაზარიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“
დ)  დადგენილების პირველი პუნქტის IV ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:
„ი)  ლალი ხურცია - ასისტენტ-პროფესორი;
კ)   გიორგი გაფრინდაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“
ე) დადგენილების პირველი პუნქტის V ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე)  ლია თოთლაძე - ასისტენტ-პროფესორი;“
ვ) დადგენილების პირველი პუნქტის VI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ეკატერინე გულუა - ასისტენტ-პროფესორი;“
ზ)  დადგენილების პირველი პუნქტის VII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:
„ი)  დავით ასლანიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
კ)    ნატო კაკაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“
თ) დადგენილების პირველი პუნქტის VIII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ)  ლეილა ქადაგიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“
ი)  დადგენილების პირველი პუნქტის IX ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე)  მაია ვეშაგური - ასისტენტ-პროფესორი;“
კ)  დადგენილების პირველი პუნქტის X ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ)  მარიამ ვარდიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“
ლ)  დადგენილების პირველი პუნქტის XI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) ვალერი არღუთაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ვ)    მერაბ ხოხობაია - ასისტენტ-პროფესორი;“
მ)  დადგენილების პირველი პუნქტის XIV ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ)  ლელა ჯამაგიძე - ასისტენტ-პროფესორი;“
3. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „დ“, II  ნაწილის „ბ“ და „გ“, III ნაწილის „დ“,  IV  ნაწილის „ვ“, „ზ“ და „თ“, V ნაწილის „დ“, VI ნაწილის „ვ“, VII ნაწილის „ზ“ და „თ“, VIII ნაწილის „ვ“, IX ნაწილის „დ“, X ნაწილის „ე“, „ვ“ და „ზ“,  XI ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
7. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე