დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №107/2016 - “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №107/2016
12 სექტემბერი 2016


“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებაში:
ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული  №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. აკადემიური საბჭოს სტატუსი
1. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის კოლეგიური, აკადემიური (საგანმანათლებლო – სამეცნიერო) საქმიანობის მართვის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც არჩეულია პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა:
ა) ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრი – პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი;
ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი.
3. აკადემიური საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.
4. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით. 
5. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
6. აკადემიურ საბჭოში არჩეული ფაკულტეტების წარმომადგენლების შემადგენლობა ექვემდებარება ერთი მესამედით განახლებას 2 წლის გასვლის შემდეგ.
7. აკადემიურ  საბჭოში  ვადამდე  უფლებამოსილებაშეწყვეტილი  წევრის ნაცვლად არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში, ტარდება წილისყრა. წილისყრის წესსა და პირობებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო.
8. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე პირი აირჩევა აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.“
ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 4. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა
1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან და საბჭოს სრულუფლებიან წევრებად ითვლებიან: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები.
2. აკადემიურ საბჭოში თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან აირჩევა ერთი წარმომადგენელი, ხოლო თითოეული ფაკულტეტიდან სამი წარმომადგენელი.
3. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილება წყდება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.“
გ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“, „კ2“, „კ3“, „კ4“ და „კ5“ ქვეპუნქტები:
„ კ1) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო     საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;
კ2) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;
კ3) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების წესს;
კ4) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;
კ5) ფაკულტეტის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო    და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში მონაწილეობის, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;“
დ) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი; 
ე) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„ჩ) იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო ერთეულების, დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ (გარდა          საქართველოს მთავრობის დადგენილებით უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებად რეორგანიზებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისა) და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“
ვ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„ჰ1) ქმნის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიებს, ამტკიცებს მათ შემადგენლობასა და კომისიის მუშაობის შედეგებს, ირჩევს აკადემიურ პერსონალს თანამდებობაზე;“ 
ზ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.  აკადემიური  საბჭოს  დადგენილება  მიიღება  ამ  რეგლამენტის  მე–5  მუხლის  პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ1“, „კ2“, „კ3“, „კ4“, „კ5“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „უ“, „ქ“, „ღ“,  „ყ“,  „ჩ“, „ც“, „ძ“, „წ“, „ჭ“, „ხ“, „ჯ“, „ჰ“, „ჰ1“, „ჰ2“, „ჰ3“, „ჰ4“, „ჰ5“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, ასევე რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის არჩევის/გათავისუფლებისა და ამ რეგლამენტის მიღებისა და მასში ცვლილებების შეტანის საკითხებზე.“
თ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„5. ბიულეტენის შევსებისას აკადემიური საბჭოს წევრი შემოხაზავს მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას/არჩევანს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება/არჩევანია მოცემული. ამ წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად  ითვლება.“
ი) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი;
კ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„1. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ ოქმს აწარმოებს აკადემიური საბჭოს  მდივანი.
2. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს სხდომის მდივანი.“
ლ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: 
„21. აკადემიური საბჭოს მდივნის არ ყოფნის შემთხვევაში, სხდომის მდივნის მოვალეობას რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის დავალებით ახორციელებს რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს თანამშრომელი.“
2.    დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.    დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე