დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №78/2016 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

დადგენილება №78/2016
 25 ივლისი, 2016

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 15.06.2016, №96/01-01 ბრძანებისა და თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის 22.07.2016, №24672/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თეიმურაზ ჯორბენაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ზურაბ ბუკია - თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლალი შარვაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ბეჟან წინამძღვრიშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
ე) ალექსანდრე ალადაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
ვ) მერაბ კილაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
ზ) გია ლობჟანიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
თ) ნოდარ ხოდელი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ი) არჩილ ხომასურიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
კ) დავით ზურაბაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ლ) სოფიო კახაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
მ) თეიმურაზ ჩიგოგიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
ნ) რუსუდან ქარსელაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
ო) თამარ კეზელი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
პ) ზურაბ ჩხაიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი.

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების  დასაკავებლად შესარჩევი კონკურსის საკონკურსო-სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) სიმონ დალაქიშვილი - თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მანანა დგებუაძე - თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლევან მეტრეველი -   თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი   (კომისიის მდივანი).

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე