დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება 102/2016 „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №102/2016
12 სექტემბერი 2016


„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მეორე და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016  წლის 22 ივნისის №104/01-01  ბრძანებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №73/2016 დადგენილების პირველი და მე-8 პუნქტები) გადაწყვეტილებების (წერილები: 08.09.2016, №29880/02; 09.09.2016, №30151/02) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.     დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ა.მ“, „ა.ნ“, „ა.ო“  და „ა.პ“  ქვეპუნქტები:
„ა.მ) ანა დანელია - ასისტენტ-პროფესორი;
ა.ნ) შალვა ზვიადაძე - ასისტენტ-პროფესორი;
ა.ო) გივი ნადიბაიძე - ასისტენტ-პროფესორი;
ა.პ) გიორგი ჭელიძე - ასისტენტ-პროფესორი;“
ბ) დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „გ.ზ“  ქვეპუნქტი:
„გ.ზ) რუსლან სურმანიძე - ასისტენტ-პროფესორი;“
გ) დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ე.დ“  ქვეპუნქტი:
„ე.დ) მაია სვანაძე - ასისტენტ-პროფესორი.“
დ) დადგენილების პირველი პუნქტის VI ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ა.ზ“ და „ა.თ“ ქვეპუნქტები:
„ა.ზ) მარიამ ახალკაციშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ა.თ) კახა ქოიავა - ასისტენტ-პროფესორი;“
2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ზ“, „ა.თ“, „ა.ი“, „ა.კ“, I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ“ და VI ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტები.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს 2016 წლის 26 სექტემბრიდან, გარდა პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტით დამტკიცებული „ა.ნ“ ქვეპუნქტისა, რაც ძალაში შევიდეს 2016 წლის 5 ნოემბრიდან.


პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე