დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №68/2016 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ

დადგენილება №68/2016
30   ივნისი  , 2016

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს  2016 წლის 28 ივნისის სხდომის (ოქმი №5) და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის  2016 წლის 30 ივნისის №21766/02 და №21819/02 წერილების საფუძველზე,  

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) შემადგენლობაში ფაკულტეტის წარმომადგენლების რაოდენობის ზრდის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლების შეყვანისა და ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების  ნაცვლად ახალი წევრების არჩევის მიზნით, დაინიშნოს წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრთა არჩევნები  2016 წლის 15 ივლისს:  
ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: სტუდენტი - 4;
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 1, სტუდენტი - 2;
გ) იურიდიული ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 1, სტუდენტი - 2;
დ) მედიცინის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 3;
ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 1, სტუდენტი - 1;
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: სტუდენტი - 1;
ზ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 1, სტუდენტი - 2;
თ) თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი -1; 
ი) თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი -1; 
კ) თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი -1; 
ლ) თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი -1; 
მ) თსუ ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი -1; 
ნ) თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი -1; 
ო) თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი -1; 
პ) თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი-1; 
ჟ) თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტი -  1; 
რ) თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი -1; 
ს) თსუ ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი -1; 
ტ) თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი -1; 
უ) თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი -1; 
ფ) თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი -1.
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 15 ივლისის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება დაევალოს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 29 ივნისის №109/01-01 ბრძანებით შექმნილ საარჩევნო კომისიას.
3. საარჩევნო კომისიამ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარებისას იხელმძღვანელოს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №127/2013 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №7 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესი“-თ.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2016 წლის 5 ივლისს 10:00 საათზე  და დასრულდეს 2016 წლის 11 ივლისს 18:00 საათზე (7 კალენდარული დღე).  
5. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში,  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი №114. 
6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8.  დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს ერმი ქემოკლიძეს.
10. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
11. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.




პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე