დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №65/2016 - ,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა‘‘ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №47/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №65/2016
27 ივნისი , 2016

,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა‘‘ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №47/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 16.06.2016, №20233/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა” აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №47/2011 დადგენილებაში:
ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი თავის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„4. მიზანშეწონილია დასკვნითი გამოცდის შეფასება არ აღემატებოდეს 40 ქულას.“
ბ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამტკიცდეს თანდართული „სასწავლო კურსის სილაბუსი (სარეკომენდაციო ფორმა)“ (დანართი 2).“
გ) დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სასწავლო კურსის სილაბუსი (სარეკომენდაციო ფორმა)“
დ) დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ დანართ 2-ში სიტყვების: "სასწავლო კურსის კოდი" ნაცვლად მიეთითოს: "სასწავლო კურსის კოდი (არსებობის შემთხვევაში)".
2.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3.   დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის 2016 წლის პირველი სექტემბრიდან.




პროფესორი  დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე