დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ

დადგენილება №42/2016
11 აპრილი 2016

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების საკითხი, რა მიზნითაც, 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, საბჭოს მიერ 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით,  საკონკურსო კომისიას დაევალა რექტორის 2013 წლის 31 მაისის №54/01-01 ბრძანებით ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულებით  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რაც გულისხმობს კონკურსთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურების ხელახლა ჩატარებას. გამოირკვა, რომ კომისიამ მოახდინა ნინო კიღურაძისა და ფატიმა შეყლაშვილის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ განხილვა და  მიღებული შედეგების აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა. ორი კონკურსანტიდან ერთ-ერთი, ნინო კიღურაძე მოხსნილ იქნა კონკურსიდან აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №9/2015 დადგენილების საფუძველზე, რომლითაც დადასტურდა მის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის ფაქტი (პლაგიატი). გადაწყვეტილებას ასევე საფუძვლად დაედო აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46/2014 დადგენილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მიღების თაობაზე“, რომლის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად აკადემიური საბჭო აღმოჩენილ დარღვევაზე იყენებს რეაგირების ერთ-ერთ ფორმას-მითითებას, რაც გულისხმობს აკადემიური ეთიკის დარღვევის დადასტურებული ფაქტის გათვალისწინებას შემდგომი დასაქმების საკითხის განხილვისას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებისა და 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2013  წლის 31 მაისის №54/01-01 ბრძანების, “ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის  გადაწყვეტილებისა (წერილი: 08.04.2016, №13503/02)  და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 11 აპრილის №17 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის სახით წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №85/2013 დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების XII ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ1“ ქვეპუნქტი დარჩეს ძალაში.
2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.




რექტორი, პროფესორი                                                          აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე