დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №76/2016 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 16 მაისის №56/2016 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ

დადგენილება №76/2016
 25 ივლისი, 2016

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016  წლის 16 მაისის  №56/2016 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის  დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ  

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის  2016  წლის 14 აპრილის №60/01-01 ბრძანების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 16 მაისის №56/2016 დადგენილება) გადაწყვეტილებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი: 24.06.2016,  №21123/02) და თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 21.07.2016, №24491/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. უარი ეთქვას საკონკურსო კომისიას მის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე.
2. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის წარმოების დოკუმენტაციის კონკურსის ჩატარების მოქმედ წესთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა, ამასთან გაითვალისწინოს საკონკურსო-სააპელაციო კომისიისა და უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ  გამოვლენილი ხარვეზები.
3. საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგები აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინოს 2016 წლის 10 აგვისტომდე. 
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე