დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება № 104/2016 - „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №104/2016
12 სექტემბერი 2016


„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016  წლის 4 ივლისის №118/01-01 და №119/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №74/2016 დადგენილების მე-3, მე-5, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები) გადაწყვეტილებების (წერილები: 09.09.2016, №30221/02; 09.09.2016, №30150/02; 09.09.2016, №30253/02; 09.09.2016, №30349/02; 08.09.2016, №30128/02; 09.09.2016, №30177/02) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:
ა)  დადგენილების პირველი პუნქტის  I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ზ“ ქვეპუნქტი:
„ა.ზ) ნინო დოლიძე - ასისტენტ-პროფესორი;“
ბ) დადგენილების პირველი პუნქტის  I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“ ქვეპუნქტი:
„გ.ე) თამარ ალფენიძე - ასისტენტ-პროფესორი;“
გ)  დადგენილების პირველი პუნქტის VI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ივანე ლეჟავა - ასოცირებული პროფესორი;“
დ)  დადგენილების პირველი პუნქტის XII ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი:
„ბ.დ) თეა ქარჩავა - ასისტენტ-პროფესორი;“
ე)  დადგენილების პირველი პუნქტის XII ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ და „გ.ზ“ ქვეპუნქტები:
„გ.ვ) თამარ ანთაძე - ასისტენტ-პროფესორი;
გ.ზ) ზაალ გოგენია - ასისტენტ-პროფესორი;“
ვ)  დადგენილების პირველი პუნქტის XV ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) მაია ქვრივიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ვ) ირაკლი ჩხაიძე - ასისტენტ-პროფესორი;“
ზ) დადგენილების პირველი პუნქტის XVI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) მიხეილ ბარნოვი - ასისტენტ-პროფესორი;“
თ)  დადგენილების პირველი პუნქტის XVIII ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ა.გ“ ქვეპუნქტი:
„ა.გ) ვლადიმერ ასათიანი - ასისტენტ-პროფესორი;“
ი)  დადგენილების პირველი პუნქტის XVIII ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ლელა წიფურია - ასისტენტ-პროფესორი;“
კ)  დადგენილების პირველი პუნქტის XIX ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფია
დ.ა) ნანა გულიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“
2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“, I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“,  XII ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“, XII ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ და „გ.ე“, XV ნაწილის „დ“, XVI ნაწილის „ბ“, XVIII ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“, XVIII ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და XIX ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტები.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4.   დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6.   დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე