დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №46/2016 - “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 16 მარტის №43/2015 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №46/2016
25 აპრილი, 2016

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 16 მარტის №43/2015 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2016  წლის 17 თებერვლის №18/01-01 ბრძანებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 28 მარტის №34/2016 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: 22.04.2016, №15102/02) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 16 მარტის №43/2015 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:
ა) დადგენილების  პირველი პუნქტის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ბ“ და  „ა.გ“ ქვეპუნქტები:
„ა.ბ) მედეა დესპოტაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ა.გ) ეკატერინე ფირცხალავა - ასოცირებული პროცესორი.“

ბ) დადგენილების  პირველი პუნქტის I ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი:
„ბ.დ) ირინე ჟვანია - ასოცირებული პროფესორი.“
გ) დადგენილების  პირველი პუნქტის I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტები:
„გ.ბ) ლილი ხეჩუაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
გ.გ) ხათუნა მარწყვიშვილი - ასოცირებული პროფესორი.“
დ) დადგენილების  პირველი პუნქტის I ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ბ“ ქვეპუნქტი:
„ე.ბ) მაია რობაქიძე - ასოცირებული პროფესორი.“
2. ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ”  აკადემიური საბჭოს 2015 წლის 16 მარტის №43/2015 დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“,  “ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ზ“, „ბ.ი“ და „ბ.კ“ ქვეპუნქტები.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4.   დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6.   დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



 რექტორის მ/შ, პროფესორი                                               დარეჯან თვალთვაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე