დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №130/2016 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ

დადგენილება №130/2016
14 ნოემბერი, 2016

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 28 ივნისის №5, 2016 წლის 29 ივლისის №7, 2016 წლის 30 სექტემბრის №8 სხდომების ოქმებისა და თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს 11.11.2016, №41380/02 წერილის საფუძველზე,  

აკადემიური საბჭო ადგენს:     

1.  წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) შემადგენლობაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლების შეყვანისა და ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების  ნაცვლად ახალი წევრების არჩევის მიზნით,  დაინიშნოს წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრთა არჩევნები 2016 წლის 25 ნოემბერს: 

ა) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: 1 წევრი;
ბ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: 1 წევრი;
გ) თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 1 წევრი;
დ) თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი: სტუდენტი -1 წევრი.

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 25 ნოემბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება დაევალოს უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 11 ნოემბრის №202/01-01 ბრძანებით შექმნილ საარჩევნო კომისიას.
3. საარჩევნო კომისიამ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარებისას იხელმძღვანელოს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №127/2013 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №7 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესით“.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2016 წლის 15 ნოემბერს 10:00 საათზე  და დასრულდეს 2016 წლის 21 ნოემბერს 18:00 საათზე (7 კალენდარული დღე).  
5. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი №114.
6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7.  დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს  ნუნუ ოვსიანიკოვას.
9. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
10. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე