დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №124/2016 - ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №249 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დადგენილება №124/2016
31 ოქტომბერი, 2016


,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16  მარტის №25/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №249 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 25.10.2016, №39258/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებაში და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი და სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი 1; დანართი 3).
2. ამოღებულ იქნეს ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილების მე-2 პუნქტი.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16  ივლისის №249 დადგენილება.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
7.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე