13 ივნისი, 2011
დადგენილება №55/2011



მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის
სილაბუსის ფორმის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 13.06.2011, 14887/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) „მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის  სილაბუსის ფორმა ‘‘ (დანართი 1);
ბ) „მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის შინაარსი“ (დანართი 2);
გ) „მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის კავშირი განსავითარებელ კომპეტენციებთან“ (დანართი 3);
დ) დამტკიცდეს თანდართული „მაგალითი: მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის კავშირი განსავითარებელ კომპეტენციებთან“ (დანართი 4).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2010 წლის 22 თებერვლის №20/2010 დადგენილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სილაბუსის მოდიფიცირებული ფორმის დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი