დადგენილება №25/2011
  16 მარტი 2011

 ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“


 
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა, უნივერსიტეტის მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ადგენს:  

  1. დამტკიცდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი“ (დანართი 1) და მისგან გამომდინარე: უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის განმარტება (დანართი 2), სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანი (დანართი 3), საერთაშორისო რეცენზირებისათვის სტატიის წარმოდგენისა და მისი შეფასების წესი (დანართი 4), დოქტორანტის ინდივიდუალური კვლევითი გეგმა (დანართი 5), დოქტორანტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (დანართი 6), ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ (პროფესორის ასისტენტობა) (დანართი 7).
  2. წინამდებარე დადგენილება ვრცელდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ამ დადგენილების ძალაში შესვლის შემდგომ ჩარიცხულ სტუდენტებზე.
  3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
  4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






ალექსანდრე კვიტაშვილი
რექტორი,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე