დადგენილება №6/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 5 ივლისის №167/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 სექტემბრის №104/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №42/2020 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №42/2020
25 მაისი, 2020


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57–ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,წ“ ქვეპუნქტის, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 25 მაისის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96/2016 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

,, მუხლი 101. არჩევნების ჩატარების ალტერნატიული პროცედურები

1. ქვეყანაში საგანგებო, საომარი ან ისეთი მდგომარეობის არსებობისას, რომელიც ზღუდავს ფიზიკურ პირთა გადაადგილებას, შეკრებას და შესაბამისად წინამდებარე აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესით გათვალისწინებული დებულებების შესრულების უზრუნველყოფას, აკადემიური საბჭოს წევრთა საარჩევნო პროცედურა საარჩევნო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამების გამოყენებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუცილებლობის არსებობისას და საარჩევნო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) საარჩევნო კომისიის სხდომები ტარდება დისტანციურად, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით;
ბ) მე-8 მუხლით გათვალისწინებული კანდიდატთა რეგისტრაცია ხდება საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმატით; 
გ) არჩევნების პროცედურა ტარდება და არჩევნების შედეგების შეჯამება ხდება მე-9 მუხლის, მე-10 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების დებულებების გათვალისწინების გარეშე, ხმის მიცემის ონლაინ პლატფორმის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს ხმის მიმცემის სრულფასოვან იდენტიფიკაციას (მათ შორის პირადობის მოწმობის წარდგენით) და ხმის მიცემის სრულ ფარულობას; 
დ) მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემაჯამებელი ოქმი საარჩევნო კომისიის მიერ ივსება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
დ.ა) ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიების მიხედვით; 
დ.ბ) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;
დ.გ) შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით მიღებული ხმების რაოდენობა; 
დ.დ) შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით მიღებული ისეთი ხმების რაოდენობა, სადაც გაურკვეველია ხმის მიმცემის არჩევანი ან დადებითი ხმა მიცემულია იმაზე მეტ კანდიდატზე რამდენის არჩევის უფლებაც ჰქონდა - ბათილი ხმა;   
დ.ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა; 
დ.ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.
ე) მე-13 მუხლით გათვალისწირებული არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დღეს, არა უგვიანეს 23:00 საათისა. არჩევნების შედეგების აქტი ქვეყნდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.“;

ბ) მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. წინამდებარე დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.
4.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე