დადგენილება №6/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 5 ივლისის №167/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 სექტემბრის №104/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №35/2020 - “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული ფორმით სწავლების განხორციელების კონცეფციისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2020 წლის 6 აპრილის №31/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დადგენილება №35/2020
13 მაისი, 2020


“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული ფორმით სწავლების განხორციელების კონცეფციისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2020 წლის 6 აპრილის №31/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, „საგანგებო მდგომარეობის  მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ საქართველოს   მთავრობის 2020 წლის   31   მარტის   №205 დადგენილების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 25 მარტის №67/01-01 ბრძანების, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2020 წლის  8 მაისის №6075/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 13 მაისის №9 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  შევიდეს ცვლილება  “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული ფორმით სწავლების განხორციელების კონცეფციისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2020 წლის 6 აპრილის №31/2020 დადგენილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №3 დანართში და მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესით განსაზღვრულ ვადებში ვერ შეძლებენ სამაგისტრო ნაშრომის სრულად წარმოდგენას, სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გადავადდება სექტემბერში. სტუდენტები დადგენილ ვადებში გაივლიან წინადაცვას სამაგისტროს თეორიული და მეთოდური ნაწილის წარმოდგენით და შემდეგ შეასრულებენ სამაგისტროს კვლევით ნაწილს. მთლიანი სამაგისტრო ნაშრომის დაცვა მოხდება სექტემბერში.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე