მერაბ ელიაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე


დაიბადა 1945 წელს  ქალაქ თბილისში.

1962 წელს თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1965 წლიდან სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1968-1971 წლებში  გაიარა ასპირანტურის კურსი ქ. დუბნის ბირთვული კვლებვების ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის ლაბორატორიაში აკადემიკოს ა.თავხელიძის ხელმძღვანელობით.

1971 წლიდან მუშაობა დაიწყო  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა.რაზმაზის სახელობის  მათემატიკის ინსტიტუტის ახლადშექმნილ თეორიული ფიზიკის განყოფილებაში. ამჟამად იგი არის მათემატიკის  ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი და თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგე.

სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად მერაბ ელიაშვილი ჩართული იყო თსუ  ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობაში თავდაპირველად როგორც მოწვეული ლექტორი, ხოლო შემდგომ, შეთავსებით, როგორც ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის კათედრის დოცენტი და პროფესორი.
2005-2006 წლებში  მუშაობდა თსუ სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.
2009 წლიდან  მერაბ ელიაშვილი არის თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სრული პროფესორი.
2013 წელს დაინიშნა თსუ რექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში.

მერაბ ელიაშვილის სამეცნიერო საქმიანობა ეხმაურება თანამედროვე თეორიული და მათემატიკური ფიზიკის საკითხებს კვანტური ველების თეორიის, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის, დაბალგანზომილებიანი სისტემების  დარგებში. არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მუშაობდა უცხოეთის  რამდენიმე სამეცნიერო ცენტრში.  წლების განმავლობაში იყო იუნესკოს ევროპული ბიუროს (UVO-ROSTE, Venice) პროგრამების კოორდინატორი. ამჟამად არის მეცნიერთა მსოფლიო ფედერაციის (WFS, CERN, Geneva) ეროვნული წარმომადგენელი და პროგრამის ხელმძღვანელი, გაერთიანებული ბირთვული კვლევების ინსტიტუტის (JINR,Dubna) საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.