CALENDAR

NATO-ს სამეცნიერო პროგრამა შექმნილია სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერთა საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის.
მოცემულ პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ყველა ქვეყანა დაყოფილია 3 ჯგუფად: (ევროატლანტიკური რეგიონი, ხმელთაშუა ზღვა, ნატო-ს წევრი ქვეყნები). ნატო-ს სამეცნიერო პროგრამა მოწოდებულია, განამტკიცოს სამეცნიერო კავშირები პირველი ორი ჯგუფის მეცნიერებსა და ნატო-ს ქვეყნების მეცნიერებს შორის;
ნატო-ს სამეცნიერო პროგრამების სტრუქტურა:

  1. Science Fellowships
    გამოყოფილი სტიპენდიები ევროატლანტიკური ქვეყნების მეცნიერებს აძლევს შესაძლებლობას, განაგრძონ სწავლა ან სამეცნიერო საქმიანობა ნატო-ს ქვეყნებში და პირიქით.
  2. Cooperative Science and Technology
    მოცემული ქვეპროგრამის მიზანია ევროატლანტიკური და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებსა და ნატოს ქვეყნების მეცნიერთა შორის მტკიცე პირადი კავშირების ჩამოყალიბება.
  3. Research Infrastructure Support
    მოცემული ქვეპროგრამის მიზანია, დაეხმაროს ევროატლანტიკური რეგიონის ქვეყნებს ინფრასტრუქტურის შექმნაში, რომელიც აუცილებელია სამეცნიერო კვლევების განხორციელებისათვის.
  4. Science for Peace
    მოცემული ქვეპროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კვლევების შედეგების დანერგვა ევროატლანტიკური რეგიონების ქვეყნების წარმოებასა და მომსახურების სფეროში.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.nato.int/science