ჩეხეთის რესპუბლიკის სტიპენდიები 2015/2016 წლისთვის

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა ქართველ სტუდენტებს 2015/2016 აკადემიური წლისათვის შვიდ სტიპენდიას სთავაზობს.

 

4 სტიპენდია ეძლევა ჩეხური ენის მცოდნე (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) სტუდენტებს და 3 სტიპენდია ინგლისური ენის მცოდნე (სამაგისტრო, სადოქტორო) სტუდენტებს.

 

რეკომენდირებული სპეციალობები ქართველი სტუდენტებისათვის: სამედიცინო, ტექნიკური სფერო, საინჟინრო, ეკონომიკა (ჩეხურენოვანი სტუდენტებისთვის), ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა (ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის).

 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემოთავაზებული სტიპენდიების შესაბამისი ინსტრუქციები.