ფონდი აცხადებს მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია: მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის  სტუდენტი.

კონკურსში მონაწილე პროექტის  ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4-10 თვე, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

პროექტის განხორციელება უნდა დაიგეგმოს 01/01/2017 – 31/12/2017 პერიოდში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: mr@rustaveli.org.ge   2016 წლის 4 ივლისიდან 3 ოქტომბრის  17:00 სთ-ის ჩათვლით.

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარმოადგინოთ  ფონდის კანცელარიაში 2016 წლის 7 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (კანცელარია).

დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება.  კონკურსის პირობებით დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი პროექტები არ განიხილება. მოთხოვნილი დოკუმენტაციის  წარმოდგენის დადგენილი წესის ა და ფორმატის  დარღვევის შემთხვევაში პროექტები მოიხსნება კონკურსიდან.

ელ.ფოსტით შეკითხვების დასმა შესაძლებელია 2016 წლის 19 სექტემბრამდე. პასუხები განთავსებული იქნება ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ „ხშირად დასმულ კითხვებში“.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებზე.