გამოცხადდა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

სსიპ  –  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების  კონკურსს, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, 201 6  წლის 9  მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას.

სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის  სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი აგზავნის საბუთებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tg@rustaveli.org.ge

2016 წლის კონკურსი ჩატარდება  3 ნაკადად .

პირველი ნაკადისათვის საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადაა:

  •   არა უგვიანეს  201 6  წლის  15 თებერვლისა 16:00 სთ. -  201 6  წლის  9  მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;

ამობეჭდილი და ხელმოწერილი გან ცხადების ფონდის კანცელარიაში  რეგისტრირების ბოლო ვად აა:

  • პირველი ნაკადისთვის - არა უგვიანეს  201 6  წლის  1 9  თებერვლისა, 16:00 სთ. -  201 6  წლის  9 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
  • ვადის  დარღვევით  წარმოდგენილი  საკონკურსო  განაცხადები  შესაბამისი  პერიოდებისათვის    საკონკურსოდ  არ  განიხილება .

პირველი ნაკადისთვის კონკურსის პირობებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კონკურსის მონაწილეთათვის  ონლაინშე კითხვების გამოგზავნის ბოლო დღე  - 27 იანვარი.

ფონდი არ გასცემს ინდივიდუალურ კონსულტაციებს.

ელექტრონულ მისამართზე შემოსული შეკითხვების პასუხები დაიდება 1 თებერვალს.

ჯგუფური კონსულტაციებისას ხშირად დასმული შეკითხვების პასუხები დაიდება 8 თებერვალს.

ჯგუფური კონსულტაციები გაიმართება სამშაბათობით, შემდეგი გრაფიკით:

  •      თებერვალს , 16:00  საათ ზე 
  •      9  თებერვალს , 16:00  საათ ზე - რეგისტრაცია დასრულებულია

ფონდის საკონფერენციო დარბაზში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული

კონკურსში მონაწილეებს, განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან  10  სამუშაო  დღის  ვადაში, ეცნობებათ პასუხი დაფინანსების შესახებ ფონდის ვებგვერდის საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია  კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ  ფონდის ვებზე