ფონდი აცხადებს 2016 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“  მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.

“ინტელის” საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსში (Intel ISEF) მონაწილეობის მიღება შეუძლია მოსწავლე გამომგონებელთა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2016 წლის კონკურსში გამარჯვებულ  მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეებს.

კონკურსი ჩატარდება ორ  ეტაპად:

 

კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმა და  კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) (დასკანირებული ხელმოწერებით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:   leo@rustaveli.org.ge .

საკონკურსო კომისია  წარდგენილ საგანაცხადო ფორმას და  კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით)და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს.

 

კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ,  პროექტის აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან/და ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები).(დასაშვებია ნახაზების დასკანერებული ვარიანტის ატვირთვა); ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები (ატვირთული PDF ფაილის სახით)   კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს  ელ. ფოსტის მისამართზე:   leo@rustaveli.org.ge.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:                 

  • 14/04/2016 16:00 სთ კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმისა და კვლევის გეგმა/პირველდი იდეის გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 18/04/2016 16:00 სთ - საგანაცხადო ფორმის  კანცელარიაში შემოტანის ბოლო ვადა;
  • 6/05/2016 - პერველი ეტაპის შედეგების გამოცხადება;
  • 19/09/2016 16:00 სთ - კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადის კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 22/09/2016 16:00 სთ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ  და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურს ცენტრში, ან ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა;
  • 10.2016-საკონკურსო კომისიის მიერ ფინალისტების შერჩევა;
  • 11.2016-საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ფონდის ვებზე