ფონდი აცხადებს 2016 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსს

საკონფერენციო გრანტების კონკურსის  მიზანია, ხელი შე­უწყოს საქართველოში საერთაშორისო და რეგიონული სა­მეც­ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპო­ზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვ­ლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარი­ზა­ციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებუ­ლებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს  2016 წლის 10  აპრილიდან  2017 წლის  10 აპრილამდე .

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა  საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელ.ფოსტაზე: cg@rustaveli org.ge 2016 წლის 2 მარტის 16:00 სთ-მდე.

2016 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში მონაწილეობის შესახებ  ამობეჭდილი და ხელმოწერილი „ განცხადება  კონკურსში მონაწილეობის შესახებ“  ფონდი ს კანცელარიაში (ალექსიძის ქ. 1, მე-3 სართული)  წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის  4 მარტის 16:00 საათისა.

ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება. 

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი  

27.01.2016 16:00 საათი

ჯგუფური კონსულტაცია ფონდში

22.02.2016 16:00 საათი

ჯგუფური კონსულტაცია ფონდში - რეგისტრაციის ფორმა

26.02.2016

ელ. ფოსტით კოორდინატორებთან ინდივიდუალური კონსულტაციების ბოლო ვადა

2.03.2016

პროექტების ელ. ფოსტით მიღების ბოლო ვადა

4.03.2016

ფონდის კანცელარიაში პროექტების დარეგისტრირების ბოლო ვადა

ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზში მისამართი: ალექსიძის ქ. N1,   III  სართული.

დამატებით ჩატარდება ერთი გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია, რომლის ჩატარების თარიღი და ადგილი გეცნობებათ ვებგვერდის საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ  ფონდის ვებზე