2017-12-07

მეორე საერთაშორისო ოლიმპიადა ახალ ბერძნულ ენაში

თესალონიკის არისტოტელეს სახ. უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში 2018 წლის 10 იანვარს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ჩატარდება  მეორე საერთაშორისო ოლიმპიადა ახალ ბერძნულ ენაში.

გამარჯვებული კონკურსანტი გაემგზავრება საბერძნეთში 2018 წლის ივნისის თვეში.

მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს 18-25 წლამდე ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის დაბადების  ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ არის საბერძნეთი ან კვიპროსი, 1 წელზე მეტ ხანს არ უსწავლიათ ამ ქვეყნების რომელიმე ბერძნულენოვან საგანმანათლებლო დაწესებულებაში და არ მიუღიათ მონაწილეობა ახალი ბერძნული ენის პირველ საერთაშორისო ოლიმპიადაში 2016 წელს.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი 1დანართი 2

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
http://smg.web.auth.gr/wordpress/?page_id=7520

რეგისტრაციის ბოლო  ვადაა  2017 წლის  18  დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 12 15 21 – ევგენია კოტანიდი; 593 49 00 18 - ეკატერინე ქართველიშვილი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე