2019-11-18

კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი)

ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + პროგრამის სტიპენდიების  მოსაპოვებლად სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში ( ესპანეთი )

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მედიცინა.


სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი :

დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი)

განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 15 დეკემბრამდე შემდეგი ვებგვერდის საშუალებით: 

http://www.usc.es/ka107/admin/


სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)

CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)

სამუშაო გეგმის მონახაზი (ინგლისურ ენაზე, ნიმუშები იხილეთ  ბმულზე)

დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან 


სტიპენდიის ხანგრძლივობა:

1 კვირა (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)


სტიპენდია მოიცავს:

160 ევრო დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება 


დამატებითი ინფორმაცია: 

- დაწვრილებითი ინფორმაციისა და საპლიკაციის სისტემის  ინსტრუქციისთვის  იხილეთ   ბმული1,     ბმული 2

- შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;

- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;

- დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე. 




Print

« იხ. ყველა სიახლე