2020-06-30

,დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები

ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის და ზოგადად თემის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება ,,დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები" ( აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №12 25.02.2016).

2020 წლის 25 ივნისის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის N146/ძ ბრძანებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტების სამინისტროში წარდგენის ვადად  განისაზღვრა 2020 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდი.

Print

« იხ. ყველა სიახლე