2017-07-20

სტუდენტური კონკურსი „თსუ ინოვაცია“ დაიწყო

მიიღეთ მონაწილეობა სტუდენტურ კონკურსში „თსუ ინოვაცია“, წარმოადგინეთ ინოვაციური ნამუშევრები, მოიგეთ თანხა და აქციეთ იდეები რეალობად.

კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 5000 ლარს.

პროექტი გულისხმობს სტუდენტთა ინოვაციური ნამუშევრების გამოფენა-კონკურსს, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული  სტუდენტების აღმოჩენა და მათი ორიგინალური იდეების განხორციელება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის, 7 სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს. კონკურსანტების რეგისტრაცია 25 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე.

კონკურსზე მიიღება ინოვაციურ-ტექნოლოგიური ნამუშევრები, როგორც software, ასევე hardware ტიპის პროექტები. პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია გუნდურად ან ინდივიდუალურად. გუნდის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 4 მონაწილეს.
 
კომპეტენტური ჟიური გამოავლენს ფინალისტ გუნდებს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში თავიანთი პროექტების პროტოტიპებს და საჩვენებელ პრეზენტაციებს შექმნიან და ჟიურის წინაშე წარადგენენ. გამარჯვებულ სამ გუნდზე კონკურსის საპრიზო ფონდი - 5000 ლარი განაწილდება:
პირველი ადგილი - 2500 ლარი
მეორე ადგილი - 1500 ლარი
მესამე ადგილი - 1000 ლარი

კონკურსის ყველა ფინალისტს პატრნიორი კომპანია მაიკროსოფტი ქლაუდ სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს, ხოლო გამარჯვებული გუნდი სპეციალურ პრიზს - მობილურ ტელეფონს Microsoft Lumia-ს მიიღებს.

კონკურსის შედეგად შერჩეულ პროექტებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, სტუდენტები წარმოადგენენ სამეცნიერო გამოფენებსა და სტუდენტურ ღონისძიებებზე.   


Print

« იხ. ყველა სიახლე