2019-10-17

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები

ცხადდება კონკურსი თსუ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთი)  მიერ გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად 2020 -2021 სასწავლო წლისათვის

ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები:
 Chemistry
 Chemical Engineering and Technology
 Computer Science and Technology
 Control Science and Engineering
 Electronics Science and Technology
 Information and Communication Engineering
 Aeronautics & Space Science and Technology
 Mechanical Engineering
 Law

  სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ დანართში 

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სამაგისტრო პროგრამა - 2 წელი
სადოქტორო პროგრამა - 4 წელი

სტიპენდია მოიცავს:
- სწავლის გადასახადი;
-ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სტუდენტური საცხოვრებელი; 
- ყოველთვიური სტიპენდია (3,000 ჩინური იუანი მაგისტრანტებისათვის, 3,500 ჩინური იუანი დოქტორანტებისათვის).  

*კონკურსის ბენეფიციარმა თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო გადაადგილებისა და სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე) ;
- პასპორტის ასლი;
- CV ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით);
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საეთაშორისო სერტიფიკატის ასლი: TOEFL (მინიმალური ქულა 80) ან Academic IELTS (მინიმალური ქულა 5.5).  


დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2020 წლის 20 იანვრის 18:00 საათამდე  უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) 
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@tsu.ge 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი: 
 სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 გამარჯვებულ კანდიდატთა ნომინირება სტიპენდიაზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება - პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. 


დამატებითი ინფორმაცია:
- დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი Admission Book;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ. ფოსტის საშუალებით: exchange@tsu.ge;
- დაგვიანებული ან/და არასრული განცხადება არ მიიღება.

Print

« იხ. ყველა სიახლე