2018-06-14

ტრენინგი - მოლაპარაკების ხელოვნება და პრაქტიკული რჩევები ეფექტური პრეზენტაციისთვის

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო AUF და მოწვეული ლექტორი ქეთი კვინიკაძე გიწვევთ სასერტიფიკატო 4 დღიან ტრენინგზე -  მოლაპარაკების ხელოვნება და პრაქტიკული რჩევები ეფექტური პრეზენტაციის გასაკეთებლად.

ტრენინგი გაიმართება:
28 - 29 ივნისს, 14.00 დან 18.00 საათამდე
30 ივნისს და 1 ივლისს 10.00-დან 17.00-საათამდე

ტრენინგის თემები
•რას ნიშნავს მოლაპარაკება?
•ყველაფერი მოლაპარაკებადია! გააჩნია სად, ვისთან და როდის
•მოლაპარაკების სახეობები, სტრატეგიები და ტაქტიკები
•ძალთა ბალანსის გადანაწილება მოლაპარაკების პროცესისას
•როგორ გაუმკლავდე რთულ და აგრესიულ ადამიანებს?
•რა გვიშლის ხელს მოლაპარეკების წარმატებაში? - შიდა და გარე ფაქტორები
•ეფექტური მოლაპარაკების 5 საიდუმლო

რა სხვაობაა პრეზენტაციასა და ჩვეულებრივ საუბარს შორის?
როგორ მოვემზადო პრეზენტაციისათვის?
როგორ დავძლიო სტრესი?
პრეზენტაციის შინაარსი და მისი შესაბამისი ფორმა
ფერების  გაოყენების ფარული გავლენა წარდგენილი შინაარსის აღქმადობაზე
9 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვა პრეზენტაციის გაკეთებისას

ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ თსუ-ს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, მაგისტრანტებს და დოქტორანტებს.  მონაწილეები მიიღებენ AUF-ის სერტიფიკატს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. N36, თსუ V კორპუსი, III სართული, აუდიტორია 309, AUF ის ციფრული კამპუსი.

მონაწილეობის მსურველებმა დასტური გააგზავნეთ შემდეგ მისამართზე: tamar.garibashvili@auf.org

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ტატა ღარიბაშვილს: 577406773

Print

« იხ. ყველა სიახლე