2018-01-31

Global TESOL College დირექტორთან შეხვედრა

31 იანვარს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში Global TESOL College დირექტორი, დოქტორი ჯიმ პელეგრინი გამართავს სემინარს.

ჯიმ პელეგრინი სემინარს TESOL-ის (Teaching English to Speakers of Other Languages) პროგრამით დაინტერესებული აუდიტორიისათვის - ინგლისური ენის სწავლებისა და პედაგოგიკით დაინტერესებული სტუდენტებისა და პროფესორებისთვის წაიკითხავს.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „სტარაკადემი“, რომელიც თანამშრომლობს საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან Global TESOL College (კანადა). „სტარაკადემი“, ასევე, თანამშრომლობს CIEE (Council on International Educational Exchange საერთაშორისო გაცვლითი სტუდენტური პროგრამების საბჭო), რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მიანიჭა პროგრამების ადმინისტრირების უფლება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი