სურსათის უვნებლობა ბიზნეს-ოპერატორებისთვის

კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: სასწავლო კურსი განკუთვნილია ბიზნეს-ოპერატორებისთვის და სურსათის მიმოქცევის სხვადასხვა ეტაპზე დაკავებული პერსონალისთვის, სურსათის უვნებლობის რეფორმით დაინტერესებულ ფოკუს-ჯგუფებში შემავალი ფიზიკური და იურიდიული   პირებისთვის.  ასევე, იმ მომიჯნავე სფეროებში მომუშავე პირებისათვის, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან  გამომდინარე  აქვთ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები სურსათის უვნებლობის სფეროში.

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: ზოგადი განათლების საბაზო საფეხური. დამატებითი მოთხოვნაა-მინიმალური ასაკი 18 წელი.

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:  კურსის მიზანია მოამზადოს სპეეციალისტები, რომლებიც თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე შეძლებენ დაიცვან სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფი პრინციპები, წესები და პროცედურები თავიანთი პრაქტიკული საქმიანობების განხორციელებისას, როგორც სურსათის გადამამუშავებელ საწარმოებში, ასევე სადისტრიბუციო ობიექტებსა და ცხოველური, თუ მცენარეული წარმოშობის სურსათის პირველადი წარმოებისას.   შეძლებენ შეაფასონ სურსათის უვნებლობაზე ზემომქმედი საფრთხეები;  გაათვითცნობიერონ შესაფუთი მასალებისა და ტარის მნიშვნელობა და როლი სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად;  ხე;ლი შეუწყონ კარგი ჰიგიენის პრაქტიკის განხორციელებას, სწორად აწარმოონ სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია და განახორციელონ ჩანაწერები; სწორი წარმოდგენები ჰქონდეთ სურსათის ხარისხსა და ფალსიფიკაციაზე, იცოდნენ სსხვადასხვა ჯგუფის სურსათის მიმართ დადგენილი ნორმატივები; ზოგადი წარმოდგენები  იქონიონ სურსათის უვნებლობის  მართვის სისტემებსა და სტანდარტებზე. 

კურსს უძღვებიან: 

მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი  გიორგი მიქაძე

თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი   ქეთევან დადიანი


კურსის მოცულობა: 15 სთ.

კურსის ღირებულება: 90 ლარი

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ წინასწარ

სასერთიფიკატო პროგრამის / ტრენინგის დასახელება: სურსათის უვნებლობა ბიზნეს-ოპერატორებისთვის
იმ შემთხვევაში თუ კურსი შემოთავაზებულია თბილისსა და ქუთაისში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი
  • თბილისი
  • ქუთაისი
სახელი *
გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) *
განათლება
სამუშაო ადგილი / სასწავლებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი (მობილური) *
ელფოსტა *
საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ?