წერისა და ზეპირი პრეზენტაციის უნარები

თანამედროვე სამყაროში პროფესიონალიზმი განისაზღვრება არა მხოლოდ ადამიანის პროფესიული აქტივობით, არამედ თავის ეფექტურად წარმოჩენისა და პრეზენტაციის (როგორც ენობრივი, წერილობითი, ისე ზეპირი) უნარების ფლობით.  
ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც საჯარო და კერძო სექტორში მომუშავე, ისე ზოგადად დაინტერესებულ პირებს, თავიანთი საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სამსახურებრივი საქმიანობის ეფექტურად წარმართვასა და, საბოლოოდ, სამსახურებრივი რეპუტაციის ამაღლებაში. ტრენინგის კურსის ფარგლებში ისინი ძირითადად დაეუფლებიან აკადემიური წერის მთავარ პრინციპებს, ფუნქციური წერის ელემენტებს, ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტაციის შედგენის წესებს, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს, მართლწერის საკითხებს,  საჯარო გამოსვლის უნარებს. 

ტრენინგის მონაწილეები დაეუფლებიან წერის უნარებს, შეასრულებენ ტრენერის მიერ მიცემულ პრაქტიკულ დავალებებს (მართლწერის, სინტაქსურ, ლექსიკურ, ფრაზეოლოგიურ, სტილისტურ სავარჯიშოებს); განიხილავენ ტექსტებს, რომლებშიც მოცემულია ხშირად დაშვებული შეცდომები, სწავლებისას მოხდება ამ შეცდომების ანალიზი. მონაწილეები ისწავლიან აგრეთვე არგუმენტირებული და პრობლემაზე ორიენტირებული ტექსტების შექმნას. ტრენინგის მონაწილეები ასევე შეისწავლიან ფუნქციური ტექსტების ტიპებს და მათი აგების პრინციპებს.
ტრენინგის მონაწილეები დაეუფლებიან საპრეზენტაციო ტექსტის შექმნის წესებს, საჯარო გამოსვლის ხერხებს, დამხმარე, მათ შორის მულტიმედიური, საშუალებების გამოყენების ტექნიკას. 

სამიზნე ჯგუფი

ტრენინგის სამიზნე ჯგუფია საქართველოს საჯარო მოხელეები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ყველა დაინტერესებული პირი, ვისაც სურს, აიმაღლოს წერილობითი და ენობრივი კომპეტენცია ქართულ ენაში, დაეუფლოს ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტაციის შედგენისა და საჯარო გამოსვლის უნარებს.

პროგრამის ხელმძღვანელი:

გიული შაბაშვილი  – ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

ტრენერები

გიული შაბაშვილი  – ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, 
ნინო შარაშენიძე  – ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, 
კახა გაბუნია  –  პროფესორი, 
ქეთევან გოჩიტაშვილი  – ფილოლოგიის დოქტორი

ტრენინგის ხანგრძლივობა 5 დღე (15 საათი, 3 საათი ყოველდღიურად)

ტრენინგის ღირებულება: 190 ლარი


ტრენინგის დასრულებისას გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.


გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ წინასწარ

სასერთიფიკატო პროგრამის / ტრენინგის დასახელება: წერისა და ზეპირი პრეზენტაციის უნარები
იმ შემთხვევაში თუ კურსი შემოთავაზებულია თბილისსა და ქუთაისში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი
  • თბილისი
  • ქუთაისი
სახელი *
გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) *
განათლება
სამუშაო ადგილი / სასწავლებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი (მობილური) *
ელფოსტა *
საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ?