სურსათის ეტიკეტირება

ტრენინგკურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: კურსის სამიზნე ჯგუფს შესაძლოა წარმოადგენდნენ როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირები, ან მომიჯნავე პროფესიების ადამიანები, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან  გამომდინარე აქვთ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები სურსათის უვნებლობის სფეროში.

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: ზოგადი განათლების საბაზო საფეხური. დამატებითი მოთხოვნაა-მინიმალური ასაკი 18 წელი.

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:  მოამზადოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ: სხვადასხვა კატეგორიის სურსათის ეტიკეტირების მიმართ დადგენილი მოთხოვნები, ასევე სურსათის ეტიკეტზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების და სურსათში ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების დამატების   ზოგადი პრინციპები, მოთხოვნები და პროცედურები. განახორციელონ კონტროლი ეტიკეტის, წარდგენის (პრეზენტაციის), რეკლამის მიმართ, სურსათის ბაზარზე განთავსების სხვადასხვა ეტაპზე.

მსმენელი შეიძენს ცოდნას - სხვადახვა კატეგორიის სურსათის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო მოთხოვნებზე;
ასევე ტრენინგზე შესწავლიან შემდეგ საკითხებს:
მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების წესის ზოგადი მიმოხილვა, ტერმინთა განმარტებები.
სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის წარდგენის პრინციპები; ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობები.
სურსათის წარმოებისთვის საჭირო ინგრედიენტების მიმართ არსებული მოთხოვნები.
ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერებების ან პროდუქტების ეტიკეტირება; ვარგისიანობის მინიმალური ვადა.
სურსათის კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბოლოო მომხმარებლისათვის განკუთვნილი სურსათის წარდგენის (პრეზენტაციის) ან რეკლამის დროს ეტიკეტზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესი.
მოთხოვნები სურსათში ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების დამატების ზოგადი პრინციპების, მოთხოვნებისა და პროცედურების მიმართ, სურსათში ნორმირებას დაქვემდებარებული ნუტრიენტები.
სხვადასხვა კატეგორიის სურსათისა და საკვებდანამატების ეტიკეტირების  მიმართ არსებული მოთხოვნები.

ტრენინგკურსს უძღვებიან
მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი  გიორგი მიქაძე
თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი   ქეთევან დადიანი

კურსის მოცულობა: 12 სთ. 

კურსის ღირებულება: 130 ლარი

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ წინასწარ

სასერთიფიკატო პროგრამის / ტრენინგის დასახელება: სურსათის ეტიკეტირება
იმ შემთხვევაში თუ კურსი შემოთავაზებულია თბილისსა და ქუთაისში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი
  • თბილისი
  • ქუთაისი
სახელი *
გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) *
განათლება
სამუშაო ადგილი / სასწავლებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი (მობილური) *
ელფოსტა *
საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ?