რეგულირების გავლენის შეფასება

კურსის მიზანი: კურსის მიზანია , მოამზადოს მსმენელები რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) - თეორიულ და პრაქტიკულ უნარ - ჩვევებში . რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) წარმოადგენს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მიდგომას , რომელიც საშუალებას აძლევს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს , შეაფასონ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების ( ნებისმიერი სახის რეგულირების ) დადებითი და უარყოფითი მხარეები და მათი პოტენციური რაოდენობრივი თუ თვისებრივი გავლენა .
სასწავლო კურსი ორიენტირებულია , მსმენელები მოამზადოს რეგულირების გავლენის შეფასებაში და მისცეს მათ საშუალება , დაეუფლონ საჯარო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების ძირითად ანალიტიკურ მეთოდებს .

კურსის სამიზნე ჯგუფი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები, საჯარო მმართველობის სტუდენტები, საჯარო მოხელეები, პროექტების მართვის სპეციალისტები.

კურსში ჩართვის წინაპირობა: არ აქვს.

კურსის შედეგები:
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს სიღრმისეულად ეცოდინება:

რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) არსი, მიზნები და ძირითადი ასპექტები; ვინ არის რეგულირების გავლენის შეფასებაზე პასუხისმგებელი უწყებები და რა სახის რეგულირებებზე ტარდება ის? მონაცემების მოგროვება და კონსულტაციების პროცესის მნიშვნელობა. როგორ უნდა ჩატარდეს წარმატებული კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან; გავლენა-ინტერესის მატრიცა; პრობლემის არსისა და მასშტაბის აღწერა, პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და შესაბამის შედეგებს შორის კავშირის დადგენა - ე.წ. „პრობლემის ხის“ შემუშავება; როგორ უნდა ჩამოყალიბდეს საბაზისო სცენარი - ე.წ. „სტატუს კვო“; მიზნების დასახვა, ზოგადი ხასიათის მიზნებიდან სპეციფიკურ (კონკრეტულ) და ოპერაციულ მიზნებამდე; როგორ უნდა იყოს მიზნები SMART კრიტერიუმების (Specific-კონკრეტული, Measurable-გაზომვადი; Achievable-მიღწევადი, შეთანხმებული; Relevant-შესაბამისი; Time-bound-დროში გაწერილი) შესაბამისი; ალტერნატივების მნიშვნელობა და სხვადასხვა სახის ალტერნატივების (მარეგულირებელი და არამარეგულირებელი) შემუშავება კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის გარშემო; ალტერნატივების ანალიზი საბაზისო სცენართან შედარებით; კონკრეტული პრობლემის გარშემო გავლენის სფეროების (ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და ა.შ.) იდენტიფიცირება; გავლენის ობიექტების ანუ იმ პირების განსაზღვრა, ვისზეც გავლენა ექნება გადაწყვეტილების მიღებას; არასაბაზრო გავლენის მონეტიზაციის ძირითადი ასპექტები; განსხვავება ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს შორის.
ხარჯისა და სარგებლის განსაზღვრა თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზის დროს; ალტერნატივების შედარება და საუკეთესო ალტერნატივის გამოვლენა; ალტერნატივების შედარებითი ანალიზის მეთოდების არსი და ძირითადი მახასიათებლები: ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA), ხარჯ-ეფექტიანობის ანალიზი (CEA), მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი (MCA); ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი; სტანდარტული ხარჯების მოდელის (SCM) ძირითადი ელემენტები; უპირატესი ალტერნატივის განხორციელების პროცესი; მიღებული შედეგების მონიტორინგისა და შედეგების შეფასების მნიშვნელობა; ექს-ანტე და ექს-პოსტ ანალიზებს შორის განსხვავება.

მსმენელი შეძლებს:
შეაფასოს ნებისმიერი სახის რეგულირება (პოლიტიკა) ეკონომიკურად, გავლენების სფეროების, შესაბამისი ხარჯის და სარგებლის მიხედვით; გააანალიზოს რიგ საკითხებზე რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტები; მოამზადოს რიგ საკითხებზე რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი; დასვას პოლიტიკის პრობლემა სათანადოდ და დასახოს შესაბამისი მიზნობრივი ინდიკატორები; მოიძიოს პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზები; მოაგროვოს ანალიზისთვის აუცილებელი მონაცემები, იცნობდეს სტატისტიკურ მონაცემთა ძირითად წყაროებს; გააანალიზოს თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის შედეგები და გამოიყენოს ისინი ალტერნატივების შედარების პროცესში; შეაფასოს სათანადოდ პოლიტიკის მიღებით გამოწვეული ადმინისტრაციული ხარჯები; განასხვავოს ერთმანეთისგან ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის ასპექტები; განსაზღვროს კონკრეტული პოლიტიკის ფარგლებში დაინტერესებული მხარეები და გააანალიზოს მათი ინტერესისა და გავლენის მიმართულება; საჭიროებისამებრ, დააკვირდეს რეგულირების გავლენის შეფასების მონიტორინგის პროცესს, გააანალიზოს პროცესის შეფასებები და შეადაროს ერთმანეთს ექს-ანტე და ექს-პოსტ ანალიზები.

კურსის ხელმძღვანელი, ტრენერი: ნათია სუარიშვილი

კურსის მოცულობა: 24 სთ

კურსის ღირებულება: 300 ლარი

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ წინასწარ

სასერთიფიკატო პროგრამის / ტრენინგის დასახელება: რეგულირების გავლენის შეფასება
იმ შემთხვევაში თუ კურსი შემოთავაზებულია თბილისსა და ქუთაისში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი
  • თბილისი
  • ქუთაისი
სახელი *
გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) *
განათლება
სამუშაო ადგილი / სასწავლებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი (მობილური) *
ელფოსტა *
საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ?