სოციალური უნარები წარმატებული კარიერისთვის

კარიერული წინსვლით ყოველი ჩვენთაგანია დაინტერესებული. რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია საქმიანობის ნებისმიერ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმატებას ხშირად სამსახურებრივი კონფლიქტები, კრიზისები, ემოციური დაძაბულობა უშლის ხელს. ამ გამოწვევების  დაძლევის შანსი მეტია, თუ პიროვნება შესატყვის სოციალურ უნარებს ფლობს.

აღნიშნული კურსი დაგეხმარებათ კარიერული წინსვლისათვის საჭირო სოციალური უნარების განვითარებაში, რაც საიმედო იარაღია სამუშაო ადგილზე აღმოცენებადი გამოწვევების დასაძლევად.


კურსის ხელმძღვანელი თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის განყოფილების უფროსი
დოქტ. მარიამ ლომოური
ტრენერები:
თეა გველესიანი, თსუ-ის დოქტორანტი (ფსიქოლოგიის მეცნ.), სერტიფიცირებული ტრენერი
ლალი ჭელიძე,  თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი
სპეციალისტი, სერტიფიცირებული ტრენერი

კურსის მოცულობა: სრული კურსის მოცულობა - 24 სთ.
კურსი შედგება ოთხი (4) მოდულისგან
I მოდული: საბაზისო საქმიანი კომუნიკაციური უნარები;
ტრენერი - თეა გველესიანი;
მოდულის მოცულობა - 6 სთ.
I I მოდული: კორპორატიულ/ორგანიზაციული მომსახურება;
ტრენერი - თეა გველესიანი;
მოდულის მოცულობა - 6 სთ.
I I I მოდული: ემოციების მართვა;
ტრენერი - ლალი ჭელიძე;
მოდულის მოცულობა - 6 სთ
I V მოდული: კონფლიქტების მართვა;
ტრენერი - თეა გველესიანი;
მოდულის მოცულობა - 6 სთ.
შესაძლებელია  როგორც სრული კურსის, ასევე თითოეული მოდულის ცალკე გავლა.

სწავლების ენა: ქართული
სამიზნე ჯგუფი: თემით დაინტერესებული ნებისმიერი პირი, სახელმწიფო, საზოგადოებრივ თუ კერძო კორპორაციაში/სტრუქტურაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომელი ან ანალოგიური დასაქმების მაძიებელი პირი.
კურსში ჩართვის წინაპირობა არ არსებობს, პროგრამის ან ცალკეული მოდულის  გავლა  ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კურსის მიზანია:
-  კარიერული წინსვლით   დაინტერესებული პიროვნების საქმიან სფეროში წარმატებისათვის საჭირო სოციალური უნარების განვითარება, მათ შორის სოციალური კომპეტენციის გაზრდა და საქმიანი კომუნიკაციური უნარების განვითრება.
-  პიროვნების ისეთი კომუნიკაციური ტექნიკებით აღჭურვა, რომელიც გაუმარტივებს და გააუმჯობესებს მის მიერ შესრულებულ საქმიანობას, როგორც თანამშრომლებთან მიმართებაში, ისე მოქალაქეებთან ურთირთობისას.
-  სამსახურებრივი კონფლიქტების, კრიზისების, ემოციური დაძაბულობის დაძლევის სოციალური უნარების განვითარება.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
  • მიზანზე და პარტნიორზე ორიენტირებულად წარმართონ საქმიანი კომუნიკაცია
  • გასაგებად გადასცენ ინფორმაცია
  • აქტიურად მოუსმინონ მოსაუბრეს
  •  რთულ სიტუაციაში მიმართონ შესაბამის ქცევის ფორმას
  • მომსახურების სტანდარტის შესაბამისი დამოკიდებულებით იურთიერთონ მოქალაქეებთან და  გაარკვიონ მათი მოთხოვნები
  • ტაქტიანად და მისაღებად უთხრან უარი ან ნეგატიური ინფორმაცია
  • დაამშვიდონ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები
  • შეძლებენ მართონ საკუთარი ემოციები
  •  კონფლიქტურ სიტუაციაში უზრუნველყონ კონფლიქტების მშვიდობიანი დაძლევა.

სრული კურსის ღირებულება: 240 ლარი
თითოეული მოდულის ღირებულება: 60 ლარი
კორპორატიული დაკვეთის შემთხვევაში ღირებულება განისაზღვრება გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

კურსის  ან მოდულის   დასრულების შემდეგ გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.


საკონტაქტო ინფორმაცია:  თსუ   უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).  ტელ.:  2250484 (შიდა ნომერი14-64); 577420528.
ელფოსტა:  lali.chelidze@tsu.ge

საბანკო რეკვიზიტები:
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი  204864548
მიმღების დასახელება  - ხაზინის ერთიანი ანგარიში ;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 708967253

გთხოვთ, რეგისტრაციის ფორმაში ბოლო გრაფა
საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ?
მიუთითოთ თქვენ მიერ არჩეული კონკრეტული მოდულის ან სრული კურსის სათაური.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ წინასწარ

სასერთიფიკატო პროგრამის / ტრენინგის დასახელება: სოციალური უნარები წარმატებული კარიერისთვის
იმ შემთხვევაში თუ კურსი შემოთავაზებულია თბილისსა და ქუთაისში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი
  • თბილისი
  • ქუთაისი
სახელი *
გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) *
განათლება
სამუშაო ადგილი / სასწავლებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი (მობილური) *
ელფოსტა *
საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ?