ტრენერების ტრენინგი

საგნის ცოდნა არ არის საკმარისი, რომ ის სხვასაც ასწავლო. ტრენერობას სპეციალური კომპეტენციები სჭირდება, ჩვენი კურსი კი სწორედ ამ კომპეტენციების შეძენასა და გაღრმავებაში დაგეხმარებათ.

კურსის ძირითადი თემებია:
  • ტრენინგის ციკლი 
  • ასაკობრივი თავისებურებები 
  • ზრდასრულთა სწავლების თეორიები და სტილები
  • ტრენინგის განხორციელების მეთოდები და ტექნიკები
  • ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფის მართვა
  • ეფექტური პრეზენტაციისა და მოდერაციის უნარები
  • შეფასება-თვითშეფასება
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:
  • საჭიროებების ანალიზი ტრენინგისათვის 
  • ტრენინგის მიზნებისა და ამოცანების დასახვა
  • ტრენინგისა და მისი ცალკეული სესიების დიზაინისა და პროგრამის განვითარება
  • ტრენინგის მეთოდებისა და ტექნიკების ზუსტად შერჩევა თემისა და სამიზნე აუდიტორიის სპეციფიკის გათვალისწინებით
  • ტრენინგთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აცილება
  • ტრენინგის წარმართვა ზრდასრულთა სწავლების სტილების გათვალისწინებით 
  • სხვადასხვა მეთოდის გამოყენება (დისკუსია, გამდიდრებული ლექცია, გონებრივი იერიში, პროექტული სწავლება, case study, თამაშები როლში, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება და ა.შ.)
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების და მედია საშუალებების გამოყენება ტრენინგის მიზნების მისაღწევად
  • მიკრო-სწავლების ციკლის დაგეგმვა და განხორციელება
  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
  • ეფექტური პრეზენტაციის მომზადება
  • ტრენინგის შეფასება, თვითშეფასება
  • ტრენინგის შემდგომი მართვა

კურსი განკუთვნილია:
  • მოქმედი ან მომავალი ტრენერებისათვის
  • ტრენინგ მენეჯერებისათვის
  • პერსონალის მართვის სპეციალისტებისათვის
პედაგოგები: თამარ ჩახნაშვილი, ქეთი ცინცაძე

კურსის ღირებულება: 150 ლარი

სწავლების ენა: ქართული



საკონტაქტო ინფორმაცია:  ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ორსართულიანი შენობა თსუ პირვლი კორპუსის გვერდით, მეორე სართული), ტელ.: 225 04 84 (შიდა ნომერი 1466 ან 1465)  .
ელფოსტა: TSULifelonglearning@tsu.ge




გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი