ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი

კურსის მიზანი: კურსის მიზანია , მონაწილეებმა მიიღონ/გაიძლიერონ ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის (CBA) შესახებ თეორიული და პრაქტიკულ უნარ - ჩვევები . ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი წარმოადგენს საჯარო და ბიზნეს-პროექტების ეკონომიკური ანალიზის ჩარჩოს და ამასთანავე, შეისწავლის ორგანიზაციების შიგნით სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღების ალტერნატივებს შესაბამისი ხარჯებისა და სარგებლის მიხედვით.

კურსში ჩართვის წინაპირობა: სასურველია, კურსის მონაწილეს ჰქონდეს საბაზისო მათემატიკური ცოდნა, გავლილი ჰქონდეს შესავალი ეკონომიკაში, ჰქონდეს ცოდნა ზოგადი კვლევის მეთოდები ს შესახებ სოციალურ მეცნიერებებში.

სწავლის შედეგები:

კურსის მონაწილეს სიღრმისეულად ეცოდინება:

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები : ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის ეკონომიკური შინაარსი, ფულის ღირებულება დროში, დისკონტის განაკვეთი, წმინდა მიმდინარე ღირებულება, უკუგების შიდა ნორმა, პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენები, განსხვავება ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს შორის, საბაზრო ფასები და ჩრდილოვანი ფასები, არასაბაზრო გავლენების შეფასების მეთოდები , განუსაზღვრელობა და რისკების ანალიზი . გარდა ამისა, მონაწილეებს ეცოდინებათ ხარჯ-სარგებლიანობის მონათესავე ხარჯ-ეფექტიანობის ანალიზის ( CEA) და მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის (MCA) ძირითადი ასპექტები და მათი გამოყენება.

კურსის მონაწილეები შეძლებენ:

საჯარო და ბიზნეს-პროექტების ადმი ანალიტიკურ მიდგომას შესაბამისი მეთოდების გამოყენებით; პრაქტიკული საქმიანობისას სარგებელი-ხარჯის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას სხვადასხვა ალტერნატივათა შედარებების დროს; დებატებში მონაწილეობას რიგი საკითხების გარშემო ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის ფარგლებში;


კურსის ხელმძღვანელი, ტრენერი: ნესტან გაფრინდაშვილი

კურსის მოცულობა: 24 სთ

კურსის ღირებულება: 300 ლარი

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ წინასწარ

სასერთიფიკატო პროგრამის / ტრენინგის დასახელება: ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი
იმ შემთხვევაში თუ კურსი შემოთავაზებულია თბილისსა და ქუთაისში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი
  • თბილისი
  • ქუთაისი
სახელი *
გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) *
განათლება
სამუშაო ადგილი / სასწავლებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი (მობილური) *
ელფოსტა *
საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ?