ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვა და ადმინისტრირება

ტრენინგი განკუთვნილია  მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანებების (სააგენტოების) თანამშრომლების,  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  დაწესებულებების მოქმედი დირექტორების და ს კოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული ვაკანსიების დაკავების მსურველი მოქალაქეებისათვის.

კურსის მიზანია ტრენინგის მონაწილეებ მა შეისწავლონ :

  • "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი,
  •  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე  ნორმატიული აქტები
  • საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები
  • „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები
  • ბავშვთა უფლებების კონვენცია, ბავშვთა დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, რეგულაციები, სტანდარტები
  • ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პრინციპები
  • ინკლუზიური განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა  
  • ინკლუზიური განათლების  პრინციპები
  • უნივერსალური დიზაინის  პრინციპები
  • ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პრინციპები
  • ადამიანური რესურსების მართვის პრინციპები
  • სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელების და შეფასების პრინციპები
  • დაწესებულების ბიუჯეტის შემუშავების  პრინციპები
  • საქართველოს შრომის კოდექსი

  აღნიშნული საკითხების ცოდნა და კომპეტენციების გამომუშავება განაპირობებს მსმენელთა მიერ დაწესებულების მართვისა და ადმინისტრირების წარმატებ ით განხორციელებას , დაწესებულების ავტორიზაციის მოსამზადებლად საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენას.  

მიმდინარეობს რეგიტრაცია II ნაკადის ჯგუფში.

II ნაკადის ტრენინგები ჩატარდება 2020 წლის იანვრის მეორე ნახევარში,  (შაბათ-კვირა) 11:00 - 16:00სთ.

კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი

კურსის ღირებულება: 240 ლარი

საბანკო რეკვიზიტები კურსის საფასურის გადასახდელად

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი  204864548

მიმღების დასახელება  - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა 

ბანკის კოდი - TRESGE22;

მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 708967253

 

საკონტაქტო ინფორმაცია:   თსუ   უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).  ტელ.:  2250484 (შიდა ნომერი1466); 

ელფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge

  

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ წინასწარ

სასერთიფიკატო პროგრამის / ტრენინგის დასახელება: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვა და ადმინისტრირება
იმ შემთხვევაში თუ კურსი შემოთავაზებულია თბილისსა და ქუთაისში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი
  • თბილისი
  • ქუთაისი
სახელი *
გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) *
განათლება
სამუშაო ადგილი / სასწავლებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი (მობილური) *
ელფოსტა *
საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ?