ტრენინგკურსი: „ბავშვის პირველი გადაუდებელი დახმარება“

ტრენინგ კურსის ხელმძღვანელი და ტრენერები: ალექსი მინდაძე, მედ. მეცნ. დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი; პროფ. რუსუდან ქარსელაძე, პედიატრი; ექიმი მეგი გეორბელიძე, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი; 

კურსი განკუთვნილია: კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ კურსით დაინტერესებული ნებისმიერი პირი, დამატებითი მოთხოვნაა-მინიმალური ასაკი 16+ წელი.

კურსის მიზანია:  ბავშვისათვის პირველი გადაუდებელი დახმარების გაწევის ჩვენებების, წესებისა და მეთოდების შესწავლა. სათანადო ყურადღება დაეთმობა უნარშეზღუდულ ბავშვთა პირველი დახმარება.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ: 
მსმენელები შეისწავლიან ბავშვისათვის პირველი (გადაუდებელი) დახმარების გაწევის ჩვენებების იდენტიფიცირებას, დახმარების გაწევის წესებისა და მეთოდების პრაქტიკაში გამოყენებას. შეძენილი ცოდნა დაეხმარება  სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა დროულად და ეფექტურად ჩატარდეს საჭირო მანიპულაციები დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად ისე, რომ აცილებულ იქნას უცოდინრობით გამოწვეული დახმარების არასწორი მეთოდების გამოყენება, რადგან პირველი დახმარების არასწორად გაწევამ, შესაძლებელია, დაზარალებულს დამატებითი ზიანი მიაყენოს. უნარშეზღუდულ პირთა მიმართ გასაწევი  პირველი დახმარების მეთოდები და წესები.
 
კურსის მოცულობა:  - 12 საათი;

კურსის ღირებულება:  60ლარი.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სერტიფიკატი.

 საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ  უწყვეტი განათლების ცენტრი (ი.ჭავჭავაძის გამზ. N1). ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი 1464 ). ;  ელფოსტა: registration@tsu.ge  
ცენტრი უფლებას იტოვებს,საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ წინასწარ

სასერთიფიკატო პროგრამის / ტრენინგის დასახელება: ტრენინგკურსი: „ბავშვის პირველი გადაუდებელი დახმარება“
იმ შემთხვევაში თუ კურსი შემოთავაზებულია თბილისსა და ქუთაისში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი
  • თბილისი
  • ქუთაისი
სახელი *
გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) *
განათლება
სამუშაო ადგილი / სასწავლებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი (მობილური) *
ელფოსტა *
საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ?