ტრენინგკურსი „ლანდშაფტის დიზაინი და ინტერიერის გამწვანება“

ტრენინგკურსი „ლანდშაფტის დიზაინი და ინტერიერის გამწვანება“

ტრენინგ კურსის ტრენერი: ელისო ხარჩილავა, ლანდშაფტის დიზაინერი;
კურსი განკუთვნილია: კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდს  ნებისმიერი ადამიანი ვინც დაინტერესებულია ლანდშაფტის და ინტერიერის დიზაინით, ასევე მცენარეთა მოყვარულები. ვისაც აქვს სურვილი ჰქონდეს ქალაქში, სოფლად, აგარაკზე , ოფისში/საჯარო სივრცეებში, სასტუმროებსა თუ ბარების/კაფეების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილი და სწორად დაგეგმილი შერჩეული მცენარეებით. ასევე ამ სფეროში დასაქმების მაძიებლები და სხვა დაინტერესებული პირნი;

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: კურსში ჩართულობის წინაპირობა არ არსებობს;

კურსის მიზანია: დაეხმაროს მცენარეთა მოყვარულებს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით სწორად შეარჩიონ მცენარეები, კეთილგონიერად დაგეგმოს ბიუჯეტი და ამის მიხედვით გაალამაზოს თავისი სივრცე, ქალაქის პირობებში ბინაში, პარატა ეზოში აგარაკზე. ოფისის/სასტუმროების/საჯარო სივრცეების პირობებში ლამაზი ყვავილნარის გასაშენებლად და ინტერიერის მოსაწყობად თანამედროვე დიზაინის გამოყენებით.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ: 
კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მიღებული ცოდნა მსმენელს დაეხმარება თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში საბაზისო პრინციპების გამოყენებისთვის    სახლისა და ოფისების/ სააჯარო სივრცეების მოსაწყობად, მსმენელი შეიძენეს უნარ– ჩვევებს იმისთვის რომ დამოუკიდებლად სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით სწორად შეარჩიონ მცენარეები და გაამწვანონ თავის გარშემო გარემო, შეძლებენ ბინის/აგარაკის/ ბარების/კაფეების/ოფისის/სასტუმროების/საჯარო სივრცეების პირობებში ლამაზი ყვავილნარის გასაშენებლად და ინტერიერის მოსაწყობად.
მსმენელები შეისწავლიან:
-     ლანდშაფტის განვიტარების ისტორიას;
-     ლანდშაფტის სტატისტიკას;
-     კლასიკა და მოდერნი კონცეფცია;
-     მცირე ეზოს დაგეგმვას;
-     მცირე არქიტექტურილი ნაგებობების, აგარაკებისა და მცირე ეზოების მოწყობა/სხვაობას;
-     მცენარეების გაცნობას (მარადმწვანეები, ფოთოლდეკორატიულები);
-     საყვავილეების მოწყობას (ალპინარიუმი, როკარიუმი, კლუმბა, კომპოზიცია);
-     ლამაზი აივნის ადვილად და იაფად მოწყობას;
-     ინტერიერის მცენარეებით მოწყობას;
-     ინტერიერში მცენარეების გამოყენებას;


მსმენელი გაერკვევა ლანდშაფტის დაგეგმარიების სტილისტიკაში, მიმართულებაში და სურვილის შემთხვევაში შეძლებს დაგეგმოს თავისი სააგარაკე ან ტერასა, აივანი, მენეჯერს შეეძლება თავისი სასტუმროს, ოფისებისა და საჯარო დაწესებულებების, რესტორნების, ქალაქსა და სოფლად/აგარაკებზე  ინტერიერის დაგეგმვა და მწვანე სივრცეებით მოწყობა.
 მსმენელები შეძლებენ მიაწოდოს შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები ბინის/აგარაკის/ოფისის/საჯარო სივრცეების, სასტუმროების, ჰოსტელების, ბარებისა თუ კაფეების ინტერიერის მცენარეთა მოწყობით დაინტერესებულ ადამიანს.

კურსის მოცულობა: სრული  კურსის მოცულობა  12    საათი;
კურსი შედგება 2 (ორი) მოდულისაგან; პირველი მოდული „ლანდშაფტის    არქიტექტურა“   მოცულობა - 7 საათი; მე-2  მოდული „ინტერიერის   გამწვანება, კეთილმოწყობა/დიზაინი“  მოცულობა - 5 საათი;

კურსის ღირებულება:  100 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ  უწყვეტი განათლების ცენტრი (ი.ჭავჭავაძის გამზ. N1). ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი 1464 ). ;  ელფოსტა: registration@tsu.ge 
ცენტრი უფლებას იტოვებს,საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ წინასწარ

სასერთიფიკატო პროგრამის / ტრენინგის დასახელება: ტრენინგკურსი „ლანდშაფტის დიზაინი და ინტერიერის გამწვანება“
იმ შემთხვევაში თუ კურსი შემოთავაზებულია თბილისსა და ქუთაისში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი
  • თბილისი
  • ქუთაისი
სახელი *
გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) *
განათლება
სამუშაო ადგილი / სასწავლებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი (მობილური) *
ელფოსტა *
საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ?