საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსზე

სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი მოიცავს გამოცდის ოთხივე კომპონენტს: 

  • წაკითხულის გააზრება
  • ანალიტიკური წერა
  • ლოგიკური მსჯელობა
  • რაოდენობრივი მსჯელობა

კურსის ხანგრძლივობა:  56 საათი, კვირაში ორჯერ ორი საათი (28 საათი ანალიტიკური ნაწილი, 28 საათი რაოდენობრივი ნაწილი)

2 აპრილი - 15 ივლისი

რეგისტრაციის თარიღები: 
5 მარტი - 30 მარტი
10:00 სთ - 12:00 სთ - 16:00 სთ-18:00 სთ.

რეგისტრაციისათვის მობრძანდით თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში (უნივერსიტეტის ბაღი, ორსართულიანი შენობა, მეორე სართული).

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:

  • განცხადება (ავსებთ ადგილზე)
  • პირადობის დამადასტურებელი ასლი
  • თსუ-ის სტუდენტებისათვის შესაბამისი ფაკულტეტიდან გაცემული სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა
  • თსუ -ის კურსდამთავრებულთათვის - დიპლომის ასლი (პირველი გვერდის ნოტარიულად დამოწმებული ასლი)
  • თსუ-ის თანამშრომლებისთვის - უნივერსიტეტში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა.
  • თსუ-ის თანამშრომელთა შვილებისთვის (თუ ისინი არ სწავლობენ თსუ-ში) - თანამშრომლის უნივერსიტეტში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა და დაბადების მოწმობის ასლი.

კურსის ღირებულება: 
  • სრული კურსი ( წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) -650 ლარი.
  • თსუ- ის სტუდენტების, თანამშრომლების, თანამშრომლების შვილების და  კურსდამთავრებულებისთვის-  სრული კურსი      ( წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) -350 ლარი.

        დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:

www.facebook.com/  TSUabiturientebi/